- მოვალეს, რომლის მიმართაც დაწყებულია სააღსრულებო წარმოება თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებით, უფლება აქვს, მიმართოს აღმასრულებელს და მოსთხოვოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე წინმსწრები სააუქციონო მომსახურების გაწევა. ასეთი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს სარეალიზაციო ქონების ზუსტ აღწერილობას და ამ ქონების საწყის ფასს, რომელსაც განსაზღვრავს თავად მესაკუთრე და რომელიც არ უნდა იყოს აღსასრულებელი მოთხოვნის, აღსრულების საფასურის, აღსრულების ხარჯებისა და სააუქციონო მომსახურების საფასურის ჯამზე ნაკლები.
მოთხოვნას უნდა დაერთოს ა) სააუქციონო მომსახურების საფასურის, რომლის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ბ) ამ მოთხოვნით მიმართვამდე არაუმეტეს 2 სამუშაო დღით ადრე განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან სარეალიზაციო უძრავი
ქონების შესახებ და გ) ამ ქონების აღწერილობის ამსახველი მასალა (ფოტოები, ნახაზები, რეალიზაციის ხელშეწყობისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია).
- წინმსწრები აუქციონი ერთხელ ტარდება და მისი უშედეგოდ დასრულება არ წარმოშობს აუქციონის ხელმეორედ ან დამატებით ჩატარების ვალდებულებას.
- წინმსწრები აუქციონის ჩატარების შესახებ მოთხოვნის წარდგენა დასაშვებია აღსრულების დაწყების შესახებ მოვალის დადგენილი წესით ინფორმირების დღიდან მომდევნო 15 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ წესით წინმსწრები აუქციონის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობით.