პირველი ინტერნეტაუქციონი ცხადდება ყადაღის დადებიდან 1 თვის ვადაში, ხოლო საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 2 კვირის ვადაში ვებ-გვერდზე www.eauction.ge.
კრედიტორი აღსრულების ეროვნულ ბიუროში იძულებითი აღსრულების დაწყების თაობაზე განცხადების წარდგენისას განსაზღვრავს აღსრულების სახეს. მას არ შეუძლია მოითხოვოს, რომ ერთდროულად განხორციელდეს აღსრულების რამდენიმე სახე.