რას გულისხმობს სერვისი "სახელმწიფო ორგანოებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღსასრულებელ საქმეთა წარმოება"?
სერვისი გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნის აღსრულებას საბიუჯეტო ორგანიზაციის მიმართ ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისა და თანხის ამოღების საკითხში.
ვის მივმართო სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მოთხოვნით ?
აღსრულებას ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფოს შორის წარმოშობილ დავებზე, თანხის ამოღების ნაწილში - ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო.
თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
რამდენია მომსახურების საფასური?
აღნიშნული კატეგორიის საქმეზე, სააღსრულებო ფურცლის წარდგენისას კრედიტორი და შემდგომში მოვალე გათავისუფლებულია აღსრულების საფასურის გადახდისაგან.