აღსრულების პოლიციის სამმართველო წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურულ ერთეულს.
მიზნები და ამოცანები:
- საქართველოს კანონით "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულებაში აღმასრულებლისთვის დახმარების აღმოჩენა;
- სააღსრულებო მოქმედების განხორციელებისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
- სააღსრულებო მოქმედებების განხორციელებისას აღმასრულებლისა და სხვა პირების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან დაცვა;
- აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროების შენობების, ამ შენობებში საზოგადოებრივი წესრიგის და პერსონალის უსაფრთხოების დაცვა;
პოლიციის სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:
- აღსრულების პოლიციის თბილისის განყოფილება;
- აღსრულების პოლიციის ქუთაისის განყოფილება;
- აღსრულების პოლიციის ბათუმის განყოფილება;