ბიუროს უფროსი კახაბერ ხარებავა
დაიბადა 1976 წლის 7 ოქტომბერს;
1993-1998 წწ - სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სამართლის სპეციალობით;
2007 წ. სწავლობდა ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპულ ცენტრში;
1997-1999 წწ. - მუშაობდა სტუდია ,,აუდიენციაში" იურისტად;
1999-2002 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებელი;
2002-2003 წწ. - კომპანია ,,პრემიერი", იურისტი;
2003-2004 წწ. - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა აკრეფვის, აღრიცხვის, ანალიზის და გადასახადების იძულებითი მეთოდებითგადახდევინების სამმართველოს მთავარი საგადასახადო ინსპექტორი;
2004-2005 წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს სასამართლოში წარმოებული დავების კოორდინაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი;
2005-2006 წწ. - გენერალური ინსპექციის საფინანსო-სარევიზიო სამმართველოს უფროსი; სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი;
2006-2008 წწ. - ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის მრჩეველი;
2008-2010 წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს უფროსი;
2010 წ. - შემოსავლების სამსახური, გორის (შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის) საგადასახადო ინსპექციის, იძულებითი ღონისძიებების სამმართველოს უფროსი; კონტროლის სამმართველოს ანალიზისა და დაგეგმვის განყოფილების უფროსი;
2010-2015 წწ. - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი;
2015-2017 წწ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს კოორდინაციის სამსახურის უფროსი;
2017-2021 წწ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა კონტროლისა და აუდიტის სამსახურის მიმდინარე საქმეების კოორდინატორი;
2021 წლის ივლისიდან დღემდე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი.
2005 წელს მინიჭებული აქვს ,,იუსტიციის I კლასის იურისტის" სპეციალური წოდება.
მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში; გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი და სასწავლო კურსი საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში;
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს
საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: Samegrelosvaneti@nbe.gov.ge
ტელ: (+995 32) 2 72 11 18 - 2238
მისამართები:
ქ. ზუგდიდი, თეატრის ქუჩა 2, იუსტიციის სახლი
ქ. მესტია, იუსტიციის სახლი, მის: გაბლიანის ქ. №1
ქ. ფოთი წმ. გიორგი ქ. №4 (I სართული)
ქ. მარტვილი თავისუფლების ქ. №10
ქ. სენაკი ა.ჯორჯაძის ქ. №18
სამოქმედო ტერიტორია:
ქ. ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, აბაშის, ხობის, წალწნჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები, ასევე ქ. სოხუმი და სოხუმის მუნიციპალიტეტი, ოჩამჩირის, გულრიფშის, გუდაუთის და გალის მუნიციპალიტეტები და გაგრის ზონა.
- სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს დებულება