მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან სააღსრულებო ბიუროებმა მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობასთან დაკავშირებით მიღებულ სააღსრულებო ფურცლებზე სააღსრულებო წარმოება შეწყვიტეს. ამნისტია მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეხო, რომლებიც აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 2010 წლის 1 აგვისტომდე დაჯარიმდნენ
2010 წლის ოქტომბრის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადარიცხული თანხის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია. აღსრულების ეროვნული ბიუროს - ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 8 203 116.95 ლარი შეადგინა.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან ერთად სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. ბიუროში სტაჟირების გავლის სურვილი, დაახლოებით, 2000-მდე კანდიდატმა გამოთქვა
11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2 წლისაა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 1 ოქტომბერს სააღსრულებო ბიუროს მთავარ შენობაში აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი ლოგოსა და ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხები ყოველთვიურად იზრდება. 2010 წლის ივლისის თვეში, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტში 7 330 771.19 ლარი გადაირიცხა, რაც წინა თვესთან შედარებით მილიონ ლარზე მეტია.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მომსახურების ახალი სერვისი დაინერგა, რაც ქვეყანაში მოქმედ საფინანსო სექტორთან (ბანკები და სადაზღვევო კომპანიები) კორპორატიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში, 2 ივლისს, სააღსრულებო ბიუროსა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შორის კორპორატიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში პრობაციონერი დასაქმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სააღსრულებო ბიუროს თავმჯდომარემ, ბაჩანა შენგელიამ სპეციალური ბრიფინი გამართა. ბრიფინგს დასაქმებული პრობაციონერი ბესიკ სებისკვერაძეც დაესწრო.