საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მედიაციის განმტკიცების მიზნით, სამუშაო შეხვედრები დაიწყო. სამუშაო ჯგუფი სააღსრულებო წარმოების პროცესში მედიაციის მექანიზმის სისტემური ფუნქციონირებისა და მედიაციის წარმართვის ერთგვაროვან პროცედურულ მოდელს ჩამოაყალიბებს. პროექტის მიზანია აღსრულების ეროვნულ ბიუროში მედიაციის მომსახურების გაუმჯობესება, ბენეფიციართა ცნობიერების ამაღლება, მედიაციის მექანიზმის გამოყენების გაფართოება, მედიატორთა უნარ-ჩვევების ამაღლება და მათი კომპეტენციების დაახლოება მედიატორის ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოსთან.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტმა ბიუროს თავმჯდომარეს 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.დეპარტამენტის მიერ 2023 წელს დაგეგმილია სოციალური მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერება. მათ შორის, კვალიფიკაციის ამაღლება, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქმიანობის პოპულარიზაცია. დაგეგმილი აქტივობების შედეგად, ხელი შეეწყობა გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას, დაინერგება პრევენციული ღონისძიებები, გაძლიერდება თანამშრომლობა შესაბამის უწყებებთან და განვითარდება სახელმწიფოს მხარდაჭრა სააღსრულებო წარმოების მონაწილე პირების გაძლიერებისთვის.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა საკუთარი ნამუშევრები ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფინეს. იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ეროვნულ არქივში გაიხსნა,,ხელოვანი იუსტიციელები" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელზეც ხელნაკეთი ნივთები, თექასა და ტილოზე შესრულებული ნახატებია წარმოდგენილი. ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს მოხმარდება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციელებს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. აღსრულების პოლიციელები გაეცნენ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს მათზე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საერთო პრაქტიკა და პრობლემური საკითხები.
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობისა და სერვისების მაქსიმალურ გაციფრულებას განაგრძობს.შეიქმნა გამარტივებული საქმისწარმოების პორტალი, სადაც მოქალაქეს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად დაარეგისტრიროს აპლიკაცია. ასევე, ელექტრონულად ადევნოს თვალყური საქმისწარმოების მიმდინარეობას;დასრულდა ცენტრალიზებულ არქივში მონაცემების გაციფრულება, რითაც მატერიალურად არქივირებული დოკუმენტაციის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა.
სააღსრულებო სამართლის სწავლება კიდევ ერთ უნივერსიტეტში დაინერგება. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის თავისუფალ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება პრაქტიკული სასწავლო კურსი სტუდენტისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სააღსრულებო სისტემაში განხორციელებული რეფორმები აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის საშემოდგომო სესიის მონაწილეებს გააცნოერეკლე ღვინიანიძემ საერთაშორისო კავშირის მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური პარტნიორობით მიღწეული შედეგები გააცნო და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ტრენინგი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს.მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; ელექტრონულ აუქციონს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.