2011 წლის ივლისის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების მიერ დასრულებულ საქმეთა რაოდენობამ შეადგინა 4434 სააღსრულებო წარმოება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ გადაირიცხა 6 273 856.60 ლარი.
იუსტიციის სასწავლო ცენტრში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთკვირიანი სასწავლო კურსები მიმდინარეობს. სწავლების კურსს დღეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი - ნინო ბერუაშვილი დაესწრნენ.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად შეიცვალა ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი, ასევე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძინა ახალი ფუნქციები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხის დინამიკა მკვეთრად მზარდია. 2011 წლის ივნისის თვეში გადარიცხული თანხა მეტია წინა წლების ამავე პერიოდში გადარიცხულ თანხებთან შედარებით. ასევე 2011 წლის პირველ ნახევარში გადარიცხული თანხები მეტია წინა წლების ამავე პერიოდის მონაცემებზე.
საქართველოში სტუმრად მყოფი ყაზახეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები და დელეგაციის სხვა წევრები დღეს, 28 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ...
2011 წლის 14 ივნისს, ქ. რუსთავში იუსტიციის სახლი გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე - საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე III გამოფენა-ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სფეროში მომუშავე 48 სამთავრობო, საერთაშორისო და და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მიიღ
აღსრულების ეროვნული ბიურო ელექტრონული აუქციონების სისტემაზე 2011 წლის თებერვლის თვიდან გადავიდა. ელექტრონული აუქციონები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge და აღნიშნული ვებ-გვერდიდან სასურველი ნივთის მოძება და შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.