22 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაიმართა "დაძმობილების პროექტი (TWINNING) სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის -BESTT"-ის რიგით მესამე მმართველი საბჭოს შეხვედრა. "დაძმობილების პროექტი სააღსრულებო სისტემის გაუმჯობესებისთვის" ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის (ENPI) ფარგლებში დაფინანსებული პროექტია...
2012 წლის 20 მარტს აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს (SEA) პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, SIDA-ს მიერ ფინანსდება, მმართველი კომისიის მიმდინარე წლის პირველი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიურო უახლოეს მომავალში გამარტივებული წარმოების სერვისის დანერგვას გეგმავს. ამ ეტაპზე გამარტივებულ წარმოებას მხოლოდ საქართველოს სასამართლოები ახორციელებენ. წარმოების ეს ფორმა ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ დავებზე ცხადი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, იმ დროს, როცა მოპასუხე ვალის არსებობას არ უარყოფს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების არსებითი განხილვის გარეშე გამოტანას გულისხმობს.
ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) პროგრამის ფარგლებში ბულგარელი და გერმანელი ექსპერტები აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს მედიაციის თემაზე გამოცდილებას უზიარებენ. შეხვედრები ერთი კვირაა მიმდინარეობს და მის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები ბიუროს პერსონალს აცნობენ მედიაციის სერვისის არსს, მის ძირითად მიმართულებებს და ამ კუთხით მათ ქვეყნებში არსებულ ვითარებას...
შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფო. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრები სააღსრულებო სისტემების მართვისა და განვითარების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაზიარების მიზნით...
უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით ტრადიციულად ხანგრძლივი სააღსრულებო და გადახდისუუნარობის პროცედურები და ვადები საგრძნობლად შემცირდა. შედეგად, აღსრულების ეროვნულ ბიუროში საქართველოს მოქალაქეები საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენას მნიშვნელოვნად სწრაფად შეძლებენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებიან სტოკჰოლმში, შვედეთის სამეფოში (6.02-10.02). ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო სემინარები სტრატეგიულ მართვაში, მენეჯმენტის პრინციპებსა და მეთოდოლოგიაში.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა პარიზში, საფრანგეთის ეროვნული პროცედურების სკოლაში, ეფექტური სასწავლო მოდულების შექმნისა და პრაქტიკული აპლიკაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა ფრანგული და ქართული სააღსრულებო სისტემების ნაკლოვანებებისა და უპირატესობების შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლა.