ჯარიმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია. ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის კერძო აღმასრულებელთა საბჭოს ინიციატივით, რიგაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სააღსრულებო სისტემის განვითარების საკითები განიხილეს.საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე ეფექტური აღსრულებისთვის ახალი სტრატეგიული მიმართულებების დანერგვაზე იმსჯელეს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლებმა სკოლა ,,აისის" მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ;ისაუბრეს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული და მოსალოდნელი რისკების შესახებ;პროექტის მიზანია, ახალგაზრდებმა იცოდნენ საკუთარი უფლებები და ვალდებულებები;სკოლა ,,აისის" მოსწავლეებს სააღსრულებო პროცედურებზე ესაუბრნენ აღმასრულებლები: ირაკლი ხუბულავა, ნინო თათარაშვილი, ნინო თვაური.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა თბილისის #64 საჯარო სკოლების ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებთან. ქართველმა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაციავალის, თავდებობის და სხვა ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
აღსრულების ეროვნული ბიუროს უზრუნველყოფილი ტრანზაქციების მექანიზმების ეფექტიანი მართვის სისტემით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაინტერესდნენ,,მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინასებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროქტის" ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრებზე სამართლებრივ ჭრილში განიხილეს სააღსრულებო წარმოებისას წამოჭრილი პრობლემური საკითხები. გაიმართა დისკუსია ამ საკითხთა გადაწყვეტის საუკეთესო გზებსა და საშუალებებზე; გაანალიზდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინალური მოსაზრებების პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების საკითხები; გაიმართა მსჯელობა ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით განსახორციელებელ სამომავლო მოქმედებებზე.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ. პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და პატარებისთვის საჩუქრები აღმასრულებლებმა საკუთარი თანხით შეიძინეს.
მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის, სააღსრულებო სისტემის, ელექტრონული აუქციონისა და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეებში სოციალური მუშაობისა და მხარეებთან მედიაციის მეშვეობით დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობაზე.