აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შემოსავლების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ - ნიკა მელიამ და შემოსავლების სამსახურის უფროსმა - ჯაბა ებანოიძემ...
2011 წლის მარტის თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების, სააღსრულებო ბიუროების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხები კვლავ მაღალია და 16 232 230.92 ლარს შეადგენს. 2011 წლის მარტის თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხული თანხა 2-ჯერ მეტია 2010 წლის მარტში გადარიცხულ თანხასთან, 16-ჯერ - 2009 წელს და 19-ჯერ 2008 წელს გადარიცხულ თანხებთან შედარებით...
აღსრულების ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარებისა და მოქალაქეთა კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობა იზრდება. მარტის თვეში საინფორმაციო ცენტრში შემოსული ზარების რაოდენობამ 4304, აღსრულების ეროვნული ბიუროს მოქალაქეთა მისაღების კონსულტანტების მიერ გაცემული კონსულტაციების რაოდენობამ კი1495 შეადგინა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის გაფორმებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - გოდერძი ვაჭრიძე და ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ...
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აქცია "მწვანე ყუთის" ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრს 1,5 ტონა მაკულატურა გადასცა. მაკულატურის გადაცემის პროცესს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე - ერეკლე ღვინიანიძე და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოდგილე - ანა საბახტარიშვილი დაესწრნენ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროს ბაზაზე თსუ-ს მაგისტრანტებისთვის იურიდიული კლინიკა ამოქმედდა. კლინიკის ფარგლებში, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ერთი სასწავლო სემესტრის განმავლობაში პრაქტიკულ კურსს გაივლიან.
2011 წლის თებერვლიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აუქციონების შედეგად რეალიზებული როგორც მოძრავი, ისე უძრავი ქონების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რეალიზბული ქონების ზრდა აუქციონების ჩატარების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლამ განაპირობა. ელექტრონული აუქციონის შედეგად, პირველ ელექტრონულ აუქციონზე - 23, ხოლო განმეორებითი ელექტრონული აუქციონის შედეგად 3 უძრავი ქონება გაიყიდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლები სამსახურებრივ მოვალეობას ახალი მანქანებით შეასრულებენ. „Škoda"-ს ფირმის ავტომანქანები, Škoda Fabia, Škoda Octavia და Škoda Roomster-ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ტენდერის შედეგად შეიძინა. სულ შეძენილია 35 ავტომანქანა.