აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ტრენინგი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა გაიარეს.მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას;
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა უკრაინის კერძო აღმასრულებელთა ასოციაციის წევრებს საქართველოს სააღსრულებო სისტემა, ელექტრონული სერვისები და ბიუროს სტრუქტურული მოწყობა გააცნეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება პრაქტიკული სასწავლო კურსი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.
აღსრულების ეროვნული ბიურო საქმიანობის სტრატეგიის ახალ დოკუმენტს ქმნის. ახალი სტრატეგიის შესაბამისად, გაიწერება ყველა ის გამოწვევა, რომელიც აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში დგას, მათ შორის, პროგრამული და ციფრული განახლება, სერვისების დისტანციური ხელმისაწვდომობა და სააღსრულებო პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობა.
აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების დეპარტამენტის მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 254 123 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:მოქალაქეებს გაეწიათ პირდაპირი კონსულტაცია - 22 476;
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტის 2022 წლის 9 თვის ანგარიშს აქვეყნებს:2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტში შემოვიდა 27 880 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ;9 თვის განმავლობაში გამარტივებული საქმისწარმოების დეპარტამენტმა დაასრულა 16 812 საქმე;
აღსრულების პოლიციელებმა სამართლებრივ საკითხებში პროფესიული ტრენინგი გაიარესაღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციელებს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. აღსრულების პოლიციელები გაეცნენ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო პროფესიულ ტრენინგებს პერიოდულად ატარებს.ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი, მარიამ სიორდია უძღვებოდა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს თავმჯდომარის ახალი მოადგილე და შიდა კონტროლის დეპარტამენტის ახალი უფროსი წარუდგინა. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ ნიკა ელოშვილი დაინიშნა. ის აღსრულების სისტემაში გამოცდილი კადრია. ნიკა ელოშვილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი აღმასრულებელია.