სააღსრულებო მოქმედებაზე საჩივრის ფორმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით:

ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ
1. საჩივარს უნდა დაერთოს მტკიცებულებები, მათი არსებობის შემთხვევაში.
2. საჩივარი არ მიიღება, თუ იგი არ არის შედგენილი წერილობითი ფორმით (როგორც წესი, ნაბეჭდი ფორმით) და არ აკმაყოფილებს ამ ფორმის პირველი, მე-2, მე-8 და მე-9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
3. საჩივარი არ განიხილება, თუ:
- იგი არ აკმაყოფილებს ამ ფორმის მე-6 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
- არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან სააღსრულებო წარმოების მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
- სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
- არსებობს სასამართლოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ამავე საკითხზე;
- საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;
- გასულია საჩივრის შეტანის "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადა.