აზერბაიჯანისა და უზბეკეთის დელეგაციის წევრები საქართველოს სააღსრულებო სისტემის მოწყობასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულ სერვისებს გაეცნენ.
აზერბაიჯანისა და უზბეკეთის წარმომადგენლების განსაკუთრებული ინტერესი აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონულმა სერვისებმა გამოიწვია.
ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ, სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამის, აუქციონის, გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმისა და სხვა სერვისების შესახებ. საუბარი შეეხო მომხმარებლისთვის არასააღსრულებო სერვისების მიწოდების დისტანციურ ხელმისაწვდომობას და პროცესის გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს. ასევე, ეფექტური აღსრულებისთვის ბიუროს ფარგლებში განხორციელებულ სტრუქტურულ მოწყობასა და სამომავლო გეგმებს.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში დღეს ქვეყნებს შორის ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გრძელდება და მასში 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა მარკ შმიტსმა გახსნეს.