აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ერთობლივი პროექტის - DEEP (Development of Enforcement Legislation Project in Georgia), მიზანია საქართველოს აღსრულების სისტემის სრულყოფა და ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სააღსრულებო სფეროში წამყვანი ფრანგი, ჰოლანდიელი და შვედი ექსპერტების დახმარებით.
პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირის წარმომადგენლობა უზრუნველყოფს.
ერთობლივი სამუშაოების ფარგლებში სააღსრულებო სფეროს ქართველი და ევროპელი სპეციალისტები შეისწავლიან ევროპულ პრაქტიკას და იმუშავებენ მის ქართულ რეალობაში დანერგვის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ახალი კოდექსი აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან შემდგარი ჯგუფების, ევროპელი ექსპერტებისა და დაინტერესებული პირების მიერ. პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია.