აღსრულების ეროვნული ბიურო 2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს
2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 323 837 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
პირდაპირი კონსულტაცია გაეწია 23 509 მოქალაქეს
შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 295 194 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
პასუხი გაეცა ონლაინ სივრცეში მიღებულ 5134 შეკითხვას;
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.
დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე info@nbe.gov.ge ან მოგვწეროს ბიუროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე.