სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს სააღსრულებო პროცესების დიჯიტალიზაციისა და ავტომატიზაციის საკითხებზე ისაუბრეს.
საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნაში ეფექტური სააღსრულებო პროცესებისთვის ადაპტირებული გაციფრულების მექანიზმებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის პრაქტიკული მაგალითების განიხილეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დანერგილი ელექტრონული პლატფორმების მუშაობის შესახებ, რომელთა გამოყენებაც ხდება აღსრულების პროცესის დაწყებიდან საბოლოო შედეგის დადგომამდე და დამთავრებული საქმეების ელექტრონულად დაარქივებამდე.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ტექნოლოგიზაციისა და დიჯიტალიზაციის პროცესის დადებით მხარეებზე, მოსალოდნელ გამოწვევებსა და რისკებზე, რაც შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის სამოქალაქო პროცესებში იმპლემენტაციას მოყვეს.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია რუმინეთში გაიმართა და მას სხვადასხვა ქვეყნიდან აღმასრულებლები, მოსამართლეები, საჯარო მოხელეები და მკვლევრები ესწრებოდნენ. საქართველოდან კონფერენციაში კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ილია თავთეთრიშვილი და აღსრულების ეროვნული ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი ანა არაბული მონაწილეობდნენ