აღსრულების პროცესში ბავშვთა უფლებების გაძლიერებისთვის შექმნილ დოკუმენტს, მისი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, სააღსრულებო ბიუროების თანამშრომლები ეცნობიან
აღსრულების პროცესში სოციალური მიდგომის გაძლიერებისა და ბავშვის უფლებების დაცვის მიზნით, ტერიტორიულ სააღსრულებო ბიუროებთან შეხვედრები და დისკუსიები მიმდინარეობს.
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტმა მორიგი შეხვედრა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროსა და რუსთავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებთან გამართა.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ალიმენტის კატეგორიის საქმეებში ბავშვების კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის სოციალური კომპონენტის დანერგვისა და განვითარების დოკუმენტს, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ალიმენტის კატეგორიის საქმეების აღსრულების პროცესში სოციალური მუშაკის ჩართულობა და განსახორციელებელი აქტივობები.
ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით, სააღსრულებო წარმოების ეტაპებზე დაინერგება და განხორციელდება მოქნილი სოციალური პოლიტიკა, რაც განავითარებს სახელმწიფო მხარდაჭერას ბავშვის გაძლიერებისთვის; ხელს შეეუწყობს ბავშვის კეთილდღეობას; გაატარებს ღონისძიებებსა და პროცესს წარმართავს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვით; ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებათა ნებაყოფლობით შესრულებას და სხვა.
ალიმენტის კატეგორიის ბავშვების სოციალური კეთილდღეობის გაძლიერებისთვის სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით ყველა სააღსრულებო ბიუროსთან გაიმართება.