აღსრულების ეროვნულ ბიუროში ვირტუალური აქტივების სამართლებრივი რეგულირების შესახებ იმსჯელეს
ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და ციფრული მმართველობის შესახებ პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის გაიმართა.
დისკუსიის მიზანი იყო ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების სამართლებრივი გამოწვევების იდენტიფიცირება და შესწავლა.
ინოვაციების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად გაიმართა მსჯელობა სამართლებრივი შედეგებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ციფრულ აქტივებს, კრიპტოვალუტასა და გონიერ კონტრაქტებს, რომელიც სააღსრულებო პროცესის შემდგომი განვითარების შემადგენელ ნაწილად შეიძლება იქცეს.