აღსრულების ახალი კოდექსის პროექტის მორიგი განხილვა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში საქართველოს ბიზნეს, საბანკო, არბიტრთა, ადვოკატთა ასოციაციების, ცალკეული ბანკების, ეროვნული ბანკისა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან გაიმართა.
კოდექსის მიღების შედეგად, ჩამოყალიბდება აღსრულების სრულიად ახალი სისტემა, რომელიც აღსრულების პროცესს უფრო მოქნილს და ეფექტურს გახდის; განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელთა პალატის მოწყობა და საქმიანობა, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მომსახურების გაწევის წესი და პირობები, რომელიც სამართლიანობის, პროპორციულობის და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, საჯარო და კერძო აღმასრულებელები.