აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებმა და სოციალურმა მუშაკებმა მედიაციის პროცესის შინაარსობრივ-პროცედურული საკითხები მოქმედ მედიატორთან, კოკა დიდავასთან ერთად განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე პრაქტიკოსმა მედიატორმა ისაუბრა პირად გამოცდილებასა და პრაქტიკულ საკითხებზე, რომელსაც აღსრულების ეროვნული ბიურო გაიზიარებს მედიაციის მომსახურების გაუმჯობესებაში. ასევე, სააღსრულებო წარმოების მექანიზმების ეფექტურობის სრულყოფასა და მედიატორთა უნარ-ჩვევების ამაღლებაში.
ბოლო წლების განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიურო აძლიერებს მხარეთა შორის მედიაციას დავების მორიგებით დასრულებისთვის. ამ მიზნით,
აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვისა და მედიაციის დეპარტამენტი ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პროექტში - ,,მედიაცია სააღსრულებო წარმოების პროცესში". პროექტის ფარგლებში ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებმა და სოციალურმა მუშაკებმა გაიარეს მედიატორის სპეციალური კურსი და ჩამოაყალიბეს მედიაციის სახელმძღვანელო პრინციპები და პროცედურები.