აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების ციფრულ განვითარებას აგრძელებს
აღსრულების ეროვნული ბიურო სერვისებსა და სააღსრულებო წარმოებაში მუდმივად ნერგავს ციფრულ ტექნოლოგიებს. პროგრამულ განახლებებთან ერთად, დაგეგმილია სააღსრულებო წარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელიც სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შეასრულებს რიგ ტექნიკურ დავალებებს და გამოათავისუფლებს აღმასრულებლისა და სპეციალისტების სამუშაო დროს.
სააღსრულებო წარმოების ელექტრონული პროგრამის ავტომატიზაციისა და ციფრული განვითარების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოდან მოწვეულ ექსპერტებთან გამართეს. შეხვედრაზე იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის, გამოწვევების, გამოწვევების შესაძლებლობად ქცევის პერსპექტივების შესახებ.
ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა, ამავდროულად, წარმოადგინეს სააღსრულებო წარმოების პროგრამის ციფრული განახლებების ანგარიში, რომლის ფარგლებში პროგრამა მეტად თანამედროვე, მოქნილი და განახლებული ფუნქციებით აღჭურვილი იქნება.
გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების წარდგენას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ერეკლე ღვინიანიძე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.