ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა კოლეჯ "მოდუსის" მარნეულის ფილიალში, აზერბაიჯანული სექტორის სტუდენტებსა და ლექტორებთან გამართეს.
შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ქართული სააღსრულებო სისტემის, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ;
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტები და ლექტორები გაეცნენ ფინანსური ვალდებულებების, თავდებობის, ადმინისტრაციული ჯარიმებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა წარმოებას;
შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები. მონაწილეთა განცხადებით, მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და სამომავლოდ აუცილებლად გაითვალისწინებენ, ვიდრე გადაწყვეტენ სესხისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების აღებას .
პროექტის მიზანია, მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და ვალდებულებების შესახებ; შეძლონ რისკების შეფასება და თავიდან აიცილონ ნეგატიური შედეგები.
კოლეჯ "მოდუსის" მარნეულის ფილიალში ტრენინგს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: თამარ ხუჯაძე და ლევან კუპატაძე უძღვებოდნენ