აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ქ. ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ვირტუალური აქტივების სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი გაიარეს.
სასწავლო კურსის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს, ბლოკჩეინს, ვირტუალურ აქტივებს და სხვა Web3 ტექნოლოგიას, რომელიც სწრაფად იძენს პოპულარობას და ანაცვლებს ტრადიციულ ინდუსტრიებს. ტრენინგპროგრამის მოდულები მოიცავდა ინტერაქტიულ დავალებებს და ვიქტორინებს.
ტრენინგების მიზანია, პროფესიონალმა იურისტებმა, ბუღალტრებმა, აუდიტორებმა აითვისონ და გაიგონ ამ ტექნოლოგიების სამართლებრივი შედეგებისა და მარეგულირებელი ჩარჩოების შესახებ, რომლითაც თანამედროვე ბიზნესპროცესები იმართება.
სწავლებას უძღვებოდნენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების პირადი ბანკირი მარია სპარტალისი, კომპანია DAOlexa-ს დამაარსებელი, ალექსეი ხრამოვი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სამართლის იურისტი ვახტანგ ჩხენკელი და სხვა საერთაშორისო ტრენერები.
აღსრულების ეროვნული ბიუროდან სასწავლო ტრენინგ-კურსს ესწრებოდნენ: აღმასრულებელი თამთა სურგულაძე და იურისტი ანი სანიკიძე.