პირველი კლასიკური გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდათ.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ადმინისტრაციული ჯარიმებისა და ფინანსური ვალდებულებების შესახებ; ისაუბრეს ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული და მოსალოდნელი რისკების შესახებ;
შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია. ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებისთვის ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: თათული კახნიაური, ირაკლი ხურციძე, თამარ ფერაძე.