თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ ,,პროგრესის" მოსწავლეებისთვის ფინანსური ვალდებულებებისა და მოსალოდნელი რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარეს.
სკოლის ქართული და უცხოენოვანი სექტორის მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია. ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
ამერიკულ საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ ,,პროგრესში" ქართულ და ინგლისურ ენებზე ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი იზა გიორგანაშვილი, აღმასრულებლები: თინათინ ხარატი და ნელი კვაჩიძე.