სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა ლატვიის კერძო აღმასრულებელთა საბჭოს ინიციატივით, რიგაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სააღსრულებო სისტემის განვითარების საკითები განიხილეს.
საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე ეფექტური აღსრულებისთვის ახალი სტრატეგიული მიმართულებების დანერგვაზე იმსჯელეს.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ლატვიის კერძო აღმასრულებელთა საბჭოს დაარსების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
კონფერენციას საქართველოდან სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ელოშვილი და აღმასრულებელი კონსტანტინე ბურჯანაძე ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ლატვიის იუსტიციის მინისტრმა ინესე ლიბინა-ენგერემ, აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) პრეზიდენტმა მარკ შმიტსმა, ლატვიის კერძო აღმასრულებელთა საბჭოს თავმჯდომარე ივეტა კრუკამ და სხვადასხვა ქვეყნის სააღსრულებო უწყებების წარმომადგენლებმა.