თბილისის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებმა შეხვედრა თბილისის #64 საჯარო სკოლების ქართული და აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებთან. ქართველმა და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია
ვალის, თავდებობის და სხვა ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდები, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ.
თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ, მოსწავლეები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.
თბილისის #64 სკოლის მოსწავლეებთან ტრენინგებს თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსი აღმასრულებელი ირაკლი ხარებაშვილი, აღმასრულებლები: ცისია შენგელია და გვანცა ბარბაქაძე უძღვებოდნენ.