აღსრულების ეროვნული ბიუროს უზრუნველყოფილი ტრანზაქციების მექანიზმების ეფექტიანი მართვის სისტემით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაინტერესდნენ
,,მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინასებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების პროქტის" ფარგლებში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმირების, მათ შორის, მოძრავი ნივთებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის აღსრულების მექანიზმები განიხილეს. უცხოელი სტუმრები დაინტერესდნენ, რამდენად ეფექტიანია აღნიშნული მექანიზმები საქართველოში. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში სააღსრულებო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.