აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტებმა ტერიტორიული ბიუროების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებზე სამართლებრივ ჭრილში განიხილეს სააღსრულებო წარმოებისას წამოჭრილი პრობლემური საკითხები. გაიმართა დისკუსია ამ საკითხთა გადაწყვეტის საუკეთესო გზებსა და საშუალებებზე; გაანალიზდა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და დოქტრინალური მოსაზრებების პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების საკითხები; გაიმართა მსჯელობა ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით განსახორციელებელ სამომავლო მოქმედებებზე.
შეხვედრა პერიოდულად აღსრულების ეროვნული ბიუროს ყველა სააღსრულებო ბიუროში ჩატარდა.