აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარნენ. პირველადი მოხმარების ნივთები, საკვები და პატარებისთვის საჩუქრები აღმასრულებლებმა საკუთარი თანხით შეიძინეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო საქველმოქმედო ღონისძიებებს წლის განმავლობაში პერიოდულად ახორციელებს.