მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის, სააღსრულებო სისტემის, ელექტრონული აუქციონისა და არა სააღსრულებო სერვისების შესახებ; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეებში სოციალური მუშაობისა და მხარეებთან მედიაციის მეშვეობით დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობაზე.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ეკა ახალკაცი, ეთუნა ზამთარაძე, თათია ღურჭუმალიძე და თეონა კვირკაშვილი უძღვებოდნენ