პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სააღსრულებო პროცედურების და ეტაპების შესახებ. გაეცნენ ელექტრონული აუქციონის მნიშვნელობასა და მონაწილეობის მიღების წესებს. ისაუბრეს ალიმენტის საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებულ სირთულეებთან და ვალდებულების შესრულებისთვის აღმასრულებლის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. გაიმართა დისკუსია და განიხილეს კონკრეტული მაგალითები.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა: ნინო გვირჯიშვილმა, ალექსანდრე თამაზაშვილმა და გიორგი ტატალაშვილმა ჩაატარეს.