აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს, სადაც სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. ტრენინგის ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობის, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ბაჩუკი პაპიძე, აღმასრულებლები მანუჩარ ზოიძე და ბაჩუკი შავაძე უძღვებოდნენ.