თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობას და სერვისებს გაეცნენ
საუბარი შეეხო ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებულ რისკებს და მოსალოდნელ ნეგატიურ შედეგებს.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ სააღსრულებო პროცედურებით და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიდგომებით იძულებითი აღსრულების განხორციელების პროცესში. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დანერგილი სოციალური მუშაობის შესახებ, სადაც მხარეთა მედიაციის საფუძველზე დავების მორიგებით დასრულების შესაძლებლობა იქმნება. საუბარი შეეხო ალიმენტის კატეგორიის საქმეების აღსრულების წესს და იმ ნაბიჯებს, რასაც ბიურო ახორციელებს ალიმენტის ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევებში.
შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსი ხათუნა გაზდელიანი და უფროსი აღმასრულებელი ლევან კუპატაძე.