კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ტრენინგი იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩაატარეს
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; ელექტრონულ აუქციონს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
საუბარი შეეხო გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სოციალური მუშაკების ჩართულობის, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე კახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: ანა ჯავახიშვილი, ლაშა ძაგანიშვილი და გიორგი მახათაძე.