პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში შეხვედრა ვაზიანის #1 საჯარო სკოლის დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა.
მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების, არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, რომ ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
ტრენინგი ვაზიანის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა: მარიამ დავითაძემ და დავით დავითულიანმა ჩაატარეს.