პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში შეხვედრა თელავის #9 საჯარო სკოლის დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა.
მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
პროექტის მიზანია, მოზარდებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ.
ტრენინგი თელავის #9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსმა აღმასრულებლებმა: თამუნა მუსხელიშვილმა და გიორგი ხოსროშვილმა ჩაატარეს.