აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს და სააღსრულებო პროცედურებს კოლეჯი ,,მოდუსის" სტუდენტები გაეცნენ.
ტრენინგის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ; გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; ელექტრონულ აუქციონს; გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.
სტუდენტებმა მოისმინეს ინფორმაცია გამოსახლების კატეგორიის საქმეების აღსრულების წესსა და აღსრულების პროცესში მედიაციის ჩართულობის შესახებ; მხარეთა ინტერესების დაცვისა და ბალანსის შენარჩუნების მიზნით სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების ჩართულობის, მათი საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.
ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე ქვემო ქართლის აღმასრულებლები: თამარ ხუჯაძე და ლევან კუპატაძე უძღვებოდნენ.