პრევენციული კომუნიკაცია სკოლების დამამათავრებელი კლასების მოსწავლეებთან რეგიონებში გრძელდება.
ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ფინანსური ვალდებულებების წარმოშობასა და მოსალოდნელ რისკებთან დაკავშირებით ტრენინგი რუსთავის #24 გიმნაზიის მოსწავლეებთან ჩაატარეს.
მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული ჯარიმების შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია და განიხილეს რეალური მაგალითები.
შეხვედრას აღმასრულებლები: მარიამ დავითაძე და დავით დავითულიანი უძღვებოდნენ.