აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და სააღსრულებო სამართლის შესახებ ტრენინგები რეგიონებში გრძელდება.
პრევენციული კომუნიკაციის ფარგლებში შეხვედრა ქუთაისის უნივერსიტეტის (UNIK) სტუდენტებთან და ლექტორ-მასწავლებლებთან ჩატარდა.
ტრენინგზე ისაუბრეს ფინანსური ვალდებულებების წარმოშობის, მოსალოდნელი რისკების პრევენციის, იძულებითი აღსრულების ინსტრუმენტების, მორიგებისა და მედიაციის განხორციელების შესახებ. საუბარი შეეხო სააღსრულებო ეტაპებსა და პროცედურებს, ბიუროს სოციალურ მიდგომას სააღსრულებო საქმისწარმოების განხორციელების ეტაპზე, მიღწეულ შედეგებსა და დავების მორიგებით დასრულების მაჩვენებელს. დაისვა კითხვები და გაიმართა დისკუსია. განიხილეს რეალური მაგალითები.
ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლები: ნინო ლომთაძე და ანა ხუჯაძე უძღვებოდნენ.