სატელეფონო კონსულტაციის ეფექტიანობის, კონსულტანტების უნარების განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისთვის საქმისწარმოების დეპარტამენტის 30-ამდე თანამშრომელმა იუსტიციის სასწავლო ცენტრში გადამზადების პროგრამა გაიარა.
ტრენინგების მიზანს მოქალაქეების ეფექტიანი საკონსულტაციო მომსახურებისთვის აუცილებელი ცოდნის მიღება, საჭირო უნარების განვითარება, მომსახურების სტანდარტებისა და ძირითადი პრინციპების შესწავლა წარმოადგენდა.
კვალიფიცირებული თანამშრომლები პრაქტიკაში გამოიყენებენ მომხმარებლის კმაყოფილების ზრდაზე ორიენტირებულ მიდგომებსა და ტექნიკას. შეძლებენ უკეთ მართონ მომსახურების პროცესში შექმნილი პრობლემური სიტუაციები.
სასწავლო კურსს პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ექსპერტი და ტრენერ-კონსულტანტი ნინო ქობალია უძღვებოდა.