იურიდიული პირის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის თაობაზე განცხადებები მიიღება 2023 წლის 24 თებერვლიდან - 2023 წლის 5 მარტის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@nbe.gov.ge
გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელმა პირმა უნდა წარმოადგინოს განცხადება აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
განცხადებას უნდა ერთვოდეს:
• გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. რეკვიზიტი). გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის საფასურია 3 000 ლარი (საქართველოს იუსტიციის მინისტრის 30/07/2010 წ. #144 ბრძანება);
• ცნობა მოვალეთა რეესტრიდან;
• საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული ორი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი;
• პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი (მისი მინიმალური ოდენობა შეადგენს წელიწადში 500 000 ლარს) ან მზღვეველის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს, რომ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი გაიცემა განმცხადებლის გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;
• ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
• ცნობა იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვის დროისთვის არაუმეტეს 3 თვით ადრე;
• ინფორმაცია შრომით ან სამეწარმეო ურთიერთობაში მყოფი ავტორიზებული პირის/პირების შესახებ, რომლებიც შეასრულებენ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ფუნქციებს იურიდიული პირის სახელით, აგრეთვე შესაბამისი ფუნქციების განხორციელებაზე ამ პირთა წერილობითი თანხმობა;
• ავტორიზებულ პირებთან შრომითი ან სამეწარმეო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
• ცნობა ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის ნასამართლობის შესახებ, გაცემული გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს 3 თვით ადრე;
• წარმომადგენლის მეშვეობით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განცხადებას წარადგენს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ი;
• განცხადების წარმდგენის პირადობის მოწმობის ასლი.
თუ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის შესახებ განცხადება არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს შესაბამისი ინფორმაცია გადახდისუუნარობის პრაქტიკოსად ავტორიზაციის მაძიებელ იურდიულ პირს ეცნობება მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, გაეცნოთ „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ავტორიზაციის განხორციელების, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ერთიანი რეესტრის წარმოებისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შერჩევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2021 წლის 30 მარტის, N696 ბრძანებას.
საკონტაქტო პირი :
მადონა ურდულაშვილი, murdulashvili@nbe.gov.ge
დანართი ფაილები:
1. განცხადების ფორმა
2. რეკვიზიტი