აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციელებს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. აღსრულების პოლიციელები გაეცნენ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. განიხილეს მათზე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში საერთო პრაქტიკა და პრობლემური საკითხები.
აღსრულების პოლიციელებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაგეგმილი სასწავლო ტრენინგები ორდღიანია.
ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსი ეკა ახალკაცი უძღვებოდა.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო პროფესიულ ტრენინგებს პერიოდულად ატარებს.