სააღსრულებო სამართლის სწავლება კიდევ ერთ უნივერსიტეტში დაინერგება. აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის თავისუფალ აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება პრაქტიკული სასწავლო კურსი სტუდენტისთვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით. ამავდროულად, აღსრულების ეროვნული ბიურო თბილისის თავისუფალი აკადემიის სტუდენტებისთვის განახორციელებს ტრენინგ-სემინარებს და სასწავლო კურსებს სააღსრულებო პროცესის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და აღმასრულებლის, როგორც პროფესიის, პოპულარიზაციის მიზნით. შეთანხმების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს აკადემიის სტუდენტების სათანადო პრაქტიკული უნარების განვითარებასა და ბიუროს მუშაობაში მათ მაქსიმალურ ჩართვას;
მემორანდუმს ხელი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ და თავისუფალი აკადემიის რექტორმა სალომე პირველმა მოაწერეს. სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და მისი სერვისების შესახებ.