აღსრულების ეროვნული ბიურო 2022 წლის 9 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის გაწეული კონსულტაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმისწარმოების დეპარტამენტის მომხმარებელთან ურთიერთობის სამსახურმა 254 123 სხვადასხვა სახის კონსულტაცია გაუწია მოქალაქეებს. მათ შორის:
მოქალაქეებს გაეწიათ პირდაპირი კონსულტაცია - 22 476;
შემოვიდა და კონსულტაცია გაეწია 225 824 მოქალაქის სატელეფონო ზარს;
პასუხი გაეცა ელექტრონული ფოსტით მიღებულ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან 3 542 შეკითხვას;
სოციალური ქსელით კონსულტაცია გაეწია 1 955 მოქალაქეს;
ონლაინ კონსულტაცია გაეწია 326 მოქალაქეს.
აღსრულების ეროვნული ბიურო მზად არის, სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს სააღსრულებო წარმოების ნებისმიერ მხარეს, დაიცვას მათი ინტერესები და უფლებები.
დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, დაგვიკავშირდეს ნომერზე - (032) 2 749 649, მოგვწეროს ელექტრონულ ფოსტაზე - info@nbe.gov.ge ან ბიუროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.