აღსრულების პოლიციელებმა სამართლებრივ საკითხებში პროფესიული ტრენინგი გაიარეს
აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს პოლიციელებს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ. აღსრულების პოლიციელები გაეცნენ მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებს და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის აღსრულების ეროვნული ბიურო პროფესიულ ტრენინგებს პერიოდულად ატარებს.
ტრენინგს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იურისტი, მარიამ სიორდია უძღვებოდა.