აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების დღე ბიუროს თანამშრომლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ერეკლე ღვინიანიძემ მიულოცა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ წარმატებებს, რაც აღსრულების ეროვნულ ბიუროს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში აქვს. მათ შორის, სააღსრულებო პროცესის და სერვისების გაციფრულების და დისტანციური ხელმისაწვდომობის კუთხით.
დღესვე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, მირიან ხარაბაძემ სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და წარმატებული სამუშაო პროცესისთვის 25 თანამშრომელს პირად საქმეში მადლობა გამოუცხადა და სიგელები გადასცა.
სსიპ აღსრულების ეროვნულო ბიურო 2008 წლის 1 ოქტომბერს ჩამოყალიბდა. 14 წლის განმავლობაში უწყებამ შექმნა არაერთი წარმატებული სერვისი, სრულად გააციფრულა სააღსრულებო წარმოება და არქივი, დანერგა ეფექტური და გამჭვირვალე აღსრულების პროცესი.