სახელმწიფო სერვისების მიწოდების ქართულ გამოცდილებას აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები ბათუმის იუსტიციის სახლში გაეცნენ.
უცხოელმა დელეგატებმა იუსტიციის სახლის კონცეფციისა და იმ 470 -მდე სერვისის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც იუსტიციის სახლის მომხმარებლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი. სტუმრები ბათუმის იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურას და ელექტრონულ სერვისებს გაეცნენ.
დელეგატების განსაკუთრებული ინტერესი მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა მიიქცია. მობილური იუსტიციის სახლი 470-მდე სერვისს საქართველოს 7 რეგიონის 30 მდე სოფელს აწვდის.
იუსტიციის სახლის სერვისები და ბათუმის იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა სტუმრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ნატალია აბაშმაძემ გააცნეს.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 21 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გრძელდება. ღონისძიებაში 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი მონაწილეობს. საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა მარკ შმიტსმა გახსნეს.