აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციის გამართვამდე აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის მმართველი საბჭოს წევრებთან საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
გაიწერა პანელური შეხვედრების სამუშაო გრაფიკი და დღის წესრიგი. პანელური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები ციფრული სერვისების დანერგვასა და განვითარების შესახებ; სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს პრაქტიკულ გამოცდილებებს გაუზიარებენ.
აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში 21-23 სექტემბერს გაიმართება.
ღონისძიების თემაა - ,,ახალი ტექნოლოგიები და ციფრული მმართველობა აღსრულების პროცესში. საერთაშორისო კონფერენციას 35-მდე ქვეყნის 150 დელეგატი დაესწრება.
შეხვედრას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე და აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი მარკ შმიტსი უძღვებოდნენ.